შარდკენჭოვანი დაავადება


შარდკენჭოვანი დაავადება ეწოდება კენჭების გაჩენას თირკმლებში. გარდა ამისა კენჭები მამაკაცებში ძალზედ ხშირია შარდის ბუშტში პროსტატის ადენომის გამო. არსებობს ლიგატურული კენჭები რომლებიც ვითარდება შარდის ბუშტზე და მეზობელ ორგანოებზე (ძირითადათ საშვილოსნოზე) ნაწარმოები ოპერაციების შემდეგ. ამის მიზეზია გაუწოვადი ძაფის მოხვედრა შარდის ბუშტის სანათურში და მასზე მარილოვანი კრისტალების დალექვა რაც შემდგომში კენჭად გარდაიქმნება.

დავუბრუნდეთ შარდკენჭოვან დაავადებას. კენჭების გაჩენის მიზეზია ნივთიერებათა ცვლის დარღვევა ან გარკვეული ნივთიერებების ჭარბათ გამოყოფა შარდთან ერთად. შესაბამისად კენჭები სხვადასხვა ნივთიერებებისგან შედგება – ურატები, ოქსალატები, ფოსფატები, კალციუმის მონო და დიჰიდრატები და სხვა ან თუნდაც შერეული კენჭები.
ყველა კენჭი ჩანს ექოსკოპიის მეშვეობით, რენტგენოლოგიური გამოკვლევის დროს კი ყველა გარდა ურატებისა.
დღეს კარგათ არის ცნობილი ურატული კენჭების წარმოშობის მიზეზები, შესაბამისად არსებობს მედიკამენტები მათი დაშლისათვის.
კენჭი ზომით შეიძლება იყოს რამოდენიმე მილიმეტრი. მისი თვითნებურად გამოძევების დროს ვითარდება თირკმლის ჭვალი – კოლიკა. დამოუკიდაბლად შეიძლება გამოვიდეს კენჭები 1 სანტიმეტრამდე, თუმცა მათი 60% ჩერდება შარდსაწვეთის და შარდის ბუშტის შერთვის ადგილზე (აქ არის განლაგებული შარდსაწვეთის ყველაზე ვიწრო ადგილი). 2 სანტიმეტრზე მეტი კენჭის დაძვრა თირკმლის მენჯიდან პრაქტიკულად შეუძლებელია. დიდი ზომის კენჭები წარმოადგენს მუდმივი ანთებითი პროცესის მიზეზს, ხშირია ყრუ და შეტევითი ხასიათის ტკივილი წელის არეში, პერიოდულად სისხლიანი ან მღვრიე შარდი. თუ კენჭი არის განლაგებული თირკმლის მენჯში და ვრცელდება მინიმუმ ერთ ფიალაზე მას მარჯნისებური ეწოდება. ხშირად მარჯნისებური კენჭები მთელ მენჯფიალოვან სისტემას იკავებენ. მუდმივი ანთებითი პროცესი იწვევს თირკმლის პარენქიმის ატროფიას და ცხიმოვან გადაგვარებას, შესაბამისად თირკმლის ფუნქციის დაკარგვას. თუ პროცესი ორმხრივია ვითარდება თირკმლის ქრონიკული უკმარისობა. ამ სტადიაზე ოპერაციული ჩარევა უშედეგოა.
მკურნალობა. ურატულ კენჭებზე უკვე ითქვა.
შარდსაწვეთის კენჭის გამოძევება თუ ვერ ხერხდება კეთდება ექსტრაკორპორარული ლიტოტრიფსია (გარედან ტალღების დარტყმა კენჭზე) ან ურეთერორენოსკოპია და კენჭის დაშლა ლაზერის სხივით უშუალოდ შარდსაწვეთში. თირკმლის კენჭების დროს ვიყენებთ ექსტრაკორპორარულ ლიტოტრიფსიას ან პერკუტანულ ნეფროლიტოლაპაქსიას (სპეციალური ენდოსკოპიური ოპერაცია განაკვეთების გარეშე რომლის დროს ხდება კენჭის დაშლა თირკმელში).
მარჯნისებური კენჭები როგორც წესი საჭიროებს ღია ოპერაციულ ჩარევას, თუმცა კენჭის დიდი ზომების და ფიალებში გავრცობის გამო შესაძლებელია ფრაგმენტების არა სრულად ამოღება თირკმლიდან. შემდგომში ხდება მათი დაშლა ექსტრაკორპორარული ლიტოტრიფსიით. თუ წარმატებული ოპერაციის შემდეგ ვერ მოხერხდა თირკმელში ინფექციის სრული ალაგება, ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზება ხშირია კენჭების განმეორებითი გაჩენა.
როგორც ხედავთ შარდკენჭოვან დაავადებასთან ბრძოლა ძალზედ ძნელია.
შარდკენჭოვანი დაავადების პროფილაქტიკა
შარდკენჭოვანი დაავადების ძირითადი გამომწვევი მიზეზი არის ნივთიერებათა ცვლის გარღვევა ორგანიზმში, კერძოთ კალციუმის, ფოსფორის, მაგნიუმის და სხვა. გარდა ამისა ხშირ შემთხვევაში გაძლიერებული არის იგივე კალციუმის და ოქსალატების შეწოვა ნაწლავებიდან (ამ დარღვევის რამიდენიმე სხვადასხვა ტიპი არსებობს), რაც განაპირობებს ამ ნივთიერებების ჭარბ გამოყოფას თირკმლების მიერ და კალციუმოქსალატური კენჭების მრავალჯერადათ განმეორებით გაჩენას.
გარდა ამისა აუცილებლად უნდა იქნას შესწავლილი მთელი რიგი (7 – 10 ნივთიერება) ნივთიერებების რაოდენობა სისხლში და შარდში რამეთუ ინახოს რომელიმე მათგანის მეტაბოლური ცვლის დარღვევა. მხოლოთ ზუზსტი მიზეზის პოვნა და მისი გამოსწორწბა, რაც უმეტეს შემთხვევაში შესაძლებელია გაგანთავისუფლებს თქვენ კენჯებისაგან. არავითარი ბალახეული და ხალხური წამალი ვერ წყვიტავს ამ პრობლემას, მხოლოდ ის რად ღირს რომ უამრავი სხვადასხვა ტიპის, მიზეზის და შენების კენჭი არსებობს – კალციუმის, ოქსალატის, ფოსფატის, ურატის, ცისტინის, სტრუვიტის, აპატიტის და სხვა.

დამატებითი ინფორმაციისათვის შეუძლია მოგვმართოს ყველა დაინტერესებულმა პირმა, მათ შორის დაზღვეულებმაც ნებისმიერ სადაზღვევო კომპანიაში.

მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, უროლოგი ალეკო ხელაია